მერებს უფლება ეძლევათ, აუქციონის ფორმით პრივატიზებული ან სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირებისთვის საინვესტიციო პირობები შეცვალონ ან გააუქმონ

მერებს უფლება ეძლევათ, აუქციონის ფორმით პრივატიზებული ან სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირებისთვის საინვესტიციო პირობები შეცვალონ ან გააუქმონ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რაც თავის მხრივ, კოვიდ-პანდემიას უკავშირდება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და 78-ხმით მიიღეს.

პროექტის გათვალისწინებით მერებს უფლებამოსილება ეძლევათ, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელი სექტემბრისა, საკრებულოს თანხმობით მიიღონ გადაწყვეტილება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისათვის პირობების შეცვლის ან გაუქმების შესახებ.

ინიციატორთა განმარტებით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები შეფერხდა, რაც მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებული ან სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღებთა მხრიდან ნაკისრი პირობების შესრულებას ართულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასურველია დაწესდეს გარკვეული შეღავათები ბიზნეს სექტორისთვის.

ცნობისთვის, აღნიშნული უფლებამოსილება თბილისის მთავრობას უკვე მიეცა და ეს შესაძლებლობა პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“