აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
2021 წლის სამოქმედო გეგმა მცირედი ცვლილებით მიიღეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ინფორმაციით, მომავალი წლის სამოქმედო დოკუმენტის პროექტს, რომელიც მცირედი ცვლილებით, კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.