გორში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

გორში დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიჭრა.

ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა გორის შესასვლელში, სუხიშვილის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციამ სპეციალური ლენტით შემოსაზღვრა, ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრებიც.

შსს-ს ინფორმაციით, გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:გორში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს