აკაკი ბობოხიძე - თუ იმ კვირაში შეთანხმება არ შედგა და "ქართული ოცნება" კომპრომისზე არ წამოვიდა, დეპუტატებს უფლებამოსილება მოუხსნას ​

კეთილი ინებოს „ქართულმა ოცნებამ“ და თუ ფიქრობს, რომ პრობლემა არ არის, დეპუტატებს უფლებამოსილება მოუხსნას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება.

„თუ ოპოზიციის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, კრიზისი განიმუხტება. თუ შეთანხმება ვერ შედგა, ნიშნავს, რომ კრიზისი გრძელდება. თუ კრიზისი გაგრძელდება, ამის ტესტსაც ძალიან მარტივად შემოგთავაზებთ - თუ „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ კრიზისი არ არის, სრული მხარდაჭერა აქვს ევროპელებისგან, თუ იმ კვირაში შეთანხმება არ შედგა და „ქართული ოცნება“ კომპრომისზე არ წამოვიდა, მაშინ ერთი კვირის მერე მოუხსნას უფლებამოსილება დეპუტატებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ უხსნის? ჯიუტად რატომ არღვევს კანონს და რატომ არ უხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წევრებს? თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ უკვე ფონს გავიდა, „მწვანე“ აქვს ანთებული, სრული მხარდაჭერა აქვს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პრობლემები არ აქვს, მაშინ, ასეთ შემთხვევაში ერთ კვირაში ალბათ, კანონის შესაბამისად იმოქმედებს და ოპოზიციის იმ დეპუტატებს, რომლებიც ჯიუტად შეთანხმების არშედგომის შემთხვევაში მაინც დატოვებენ ძალაში თავის განცხადებებს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, უფლებამოსილებას შეუწყვეტს“, - განაცხადა ბობოხიძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს