ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“

რუსულ თამაშს იმ შემთხვევაში ვთამაშობთ, როდესაც დღევანდელ არჩეულ კურსს ვაგრძელებთ - ეს დანიელსონმა გვითხრა მოლაპარაკებებზე , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, აღნიშნული ნათქვამი იყო როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მისამართით.

წამყვანის რეპლიკაზე, „ახლა რასაც აკეთებთ, ამით რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს, ეს თქვა თუ არა ღიად დანიელსონმა“, მეგრელიშვილი პასუხობს: „ზუსტად ასე გვითხრა და ევროპაში ასე არ კეთდებაო“.

„თქვენ თუ ევროპა გინდათ, ეს ამბავი უნდა მორჩეთო. ჩვენ თავი დავუქნიეთ. ჩვენც ზუსტად მასე ვფიქრობთ და გვინდა, ეს ამბავი დავამთავროთო“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, კრისტიან დანიელსონმა მათ ასევე უთხრა, რომ თუ ევროპისკენ აქვთ გეზი, უნდა შეთანხმდნენ.

მისი თქმით, კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ დღევანდელი არჩეულ კურსის გაგრძელება, რუსული თამაშის წესით მოქმედება იქნება.

„ამდენი ძალისხმევა ჩაიდოს იმაში, რომ არაფერი მოხდეს, უბრალოდ, წარმოუდგენელი მგონია. რა გვითხეს იცით? - რუსულ თამაშს იმ შემთხვევაში ვთამაშობთ, როდესაც დღევანდელ არჩეულ კურსს ვაგრძელებთ, ეს დანიელსონმა გვითხრა მოლაპარაკებებზე. ის კი არა, რომ „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობაა“ რუსეთის აგენტია, ამათი ჩხუბია რუსული საქმის კეთება და ეს არის დასამთავრებელი. იმაზეა საუბარი, რომ კლიმატი შევცვალოთ, მათ შორის ეს ეხება მედიასაც, ჟურნალისტებს, ზოგადად, ადამიანებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ თავის ამომრჩეველს ელაპარაკება, აგრესიით და სიძულვილით განაწყობს მეორე მხარის მიმართ და „ქართული ოცნებაც“ ზუსტად იგივეს აკეთებს“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა იმის შანსი, რომ კრისტიან დანიელსონი ისე წავიდეს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგეს, ვახტანგ მეგრელიშვილმა უპასუხა: „იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. თუმცა, ჩვენნაირი გიჟების ხელში ყველაფერი შესაძლებელია“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო