„ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი ქობულეთშიც დაიწყო.
მუნიციპალიტეტში პირველი აცრა კლინიკა „ევექსის" დირექტორმა გაიკეთა და მედიკოსებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაცია ბათუმში 140 - ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა.
უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან მაღალმთიან აჭარაში დაიწყება.