კახა კალაძე - არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობებს

ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში იმას, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მოხდეს მშენებლობების განხორციელება. არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გენერალური გეგმის ფარგლებში,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გახდა არსებულ მშენებლობებზე გარკვეული რეგულაციების დაწესება. როგორც კალაძემ განმარტა, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი სწორედ რეგულაციების გარეშე მიმდინარე მშენებლობებია.

„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ამ მიმართულებით ბევრი ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით. პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო არსებულ მშენებლობებზე გარკვეული რეგულაციების შემოღება, იმიტომ, რომ ქალაქში მშენებლობები წარმოადგენდა სერიოზულ პრობლემებს. რა თქმა უნდა, სამშენებლო ბიზნესისთვის შეიძლება ეს პირველი თვეებისა და წლის განმავლობაში არ იყო სასიამოვნო პროცესი, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურებას რაც შეეხება, ერთ-ერთი შემადგენელი, რა თქმა უნდა, არის მშენებლობები, რომელიც რეგულაციების გარეშე იყო. არის, ასევე, გამონაბოლქვის პრობლემები, მაგრამ ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად და ვაწესრიგებთ ყველაფერს. ასევე, რეკრეაციული სივრცეების არ არსებობა - გვახსოვს, რა ხდებოდა წლების გამავლობაში ამ მიმართულებით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სპორტული მოედნების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობების განხორციელება და არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ზუსტად დედაქალაქის ჩვენმა მთავრობამ მოახდინა ამ კონკრეტული სივრცეების დაბრუნება ქალაქისთვის და გაკეთდა სკვერები, პარკები და ხდება ამ ტერიტორიების მოწესრიგება,- განაცხადა კალაძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა