გორში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა

გორში, ვერხვების დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს „გორმედში“ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გორში მცხოვრებ, 30 წლის ალექსანდრე არჩუაძეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად 5 ორგანო აქვს დაზიანებული.

„პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზიანებათა მოცულობის და ხარისხის გათვალისწინებით, საქმე გვაქვს სიცოცხლისთვის საშიშ რამდენიმე დაზიანებასთან. ამჟამად, ვცდილობთ, მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია პაციენტის სტაბილიზაცია და შემდგომში გავაგრძელოთ მიზანმიმართული მკურნალობა“, - აღნიშნა „გორმედის“ ქსელის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სამსახურის ხელმძღანელმა ტატო ქაჯაიამ.

შეგახსენებთ, შემთხვევა 16 მარტს, გორის გასასვლელში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო