უმაღლესი საბჭოს ბიურომ წამყვან კომიტეტს რეგლამენტის პროექტზე მსჯელობისთვის ვადა გაუგრძელა

უმაღლესი საბჭოს ბიურომ წამყვან კომიტეტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტზე მსჯელობისთვის ვადა გაუგრძელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, საკითხი და შესაბამისი წინადადება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

„ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების პროექტიც, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარსადგენი მორიგი საკანონმდებლო ინიციატივაა.

ბიურომ მხარი დაუჭირა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ , ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების ერთ საკანონმდებლო პაკეტად გაერთიანებასა და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას. საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანონის პროექტების საკანონმდებლო პაკეტად გაერთიანება, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, წამყვანმა კომიტეტმა, საკომიტეტო მოსმენისას, მიზანშეწონილად მიიჩნია.

ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ» უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - პარმენ ჯალაღონიას ანგარიშს მოისმენენ.

ბიუროს წევრებმა ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების 2021 წლის სამოქმედო გეგმები.

სხდომაზე განისაზღვრა 18 მარტის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტიც, რომლის თანახმადაც, „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე წარდგება. განისაზღვრა ამ ფორმატში გათვალისწინებული პოლიტიკური დებატების პროცედურებიც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა