ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი მეორე ბინაზეც გავრცელდა.
„კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მობილიზებულია 8 ეკიპაჟი, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

























