ჰაკათონი ფინტექ ინტეგრატორი დასრულდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობით ჰაკათონი Fintech-integrator დასრულდა. ჰაკათონის მიზანი ახალგაზრდებში ფინტექ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობა იყო.

ჰაკათონზე დარეგისტრირდა 60 მონაწილე, რომელთაგან დაკომპლექტებული 14 გუნდი 48 საათის განმავლობაში მუშაობდა ახალი ციფრული პროდუქტების მოფიქრებასა და სამუშაო პროტოტიპის შექმნაზე ფინანსური ტექნოლოგიების შემდეგი სამი მიმართულებით:

  • გადახდები
  • ფინანსების ციფრული მართვა
  • Embedded Finance

მონაწილეებს, ჰაკათონის განმავლობაში, იდეების დახვეწაში კონსულტაციებს უწევდნენ საქართველოს ბანკის მენტორები. აგრეთვე, მონაწილეებმა გაიარეს გიორგი ჩუგოშვილის (Phubber) ტრენინგი ფიჩინგთან დაკავშირებით. პირველადი შერჩევის შედეგად, 7 გუნდი წარდგა დემო დღეზე.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: გიორგი კინწურაშვილი (საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი), დავით აბაშიძე (SavvY-ის მრჩეველთა საბწოს წევრი და ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბანკის ვენჩურ კაპიტალის და ფინანსური ტექნოლოგიების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი) და ნათია გავარდაშვილი (BTU-ს ფინტექის კურსის ლექტორი, Nexus Group-ის ოპერაციების დირექტორი).

ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული გუნდი:

დავით ბერულავა, მირიან ქურციკიძე, რეზო ჯიხვაძე, ალექსი ტაბიძე (I ადგილი)

იპოთეკური სესხის კალკულატორი, რომელიც მომხმარებელსა და საბანკო სექტორს ეხმარება უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებაში.

ლუკა ჯაჯანიძე, სანდრო წერეთელი, ლუკა სოსიაშვილი (II ადგილი)

Splitter თანხის გადახდის უხერხულ მდგომარეობას აქცევს თამაშად, რაც მომხმარებლებს უხსნის თანხის გაყოფის პრობლემას და სთავაზობს თანხის გაყოფის ინოვაციურ, გემიფიკაციურ, მეთოდებს.

გიორგი მექვაბიშვილი, რაულ მანჯგალაძე, მარიამ შათირიშვილი, დავით მნათობიშვილი

Plusity - აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველა საბანკო ანგარიში მოათავსოს ერთ სივრცეში, მიიღოს ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციები, როგორ დაზოგოს და შეინახოს თანხა 50/30/20 სტრატეგიით.

სამივე გამარჯვებულმა გუნდმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან მიიღო BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ბიზნეს კლინიკის საკონსულტაციო სესიების სრული პაკეტი: ინდივიდუალური კონსულტაციები წარმატებულ მენტორებთან ისეთი მიმართულებებით როგირიცაა პროდუქტის დიზაინი, ბიზნესის გეგმის დაწერა, მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა, საგრანტო განაცხადების მომზადება და სხვა. ასევე, წვდომა სამუშაო სივრცეზე. ასევე, პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა “საქართველოს ბანკისგან” მიიღო 2000 ლარიანი ვაუჩერი.

“ჰაკათონი მონაწილეებს საშუალებას აძლევს რომ მოკლე დროში დაამუშავონ იდეები და რაც მთავარია, გადადგან პირველი ნაბიჯები მათი განხორციელებისთვის. ჰაკათონის თემატიკა იყო ფინტექი, რითაც შევეცადეთ მონაწილეებისთვის დაგვენახებინა, რა მიმართულებით არის დღეს ბაზარზე პერსპექტივები და ახალი იდეების საჭიროება. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებულები შეძლებენ საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობების რეალიზებას,” - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, ჟიურის წევრი.

ჰაკათონის დაწყებამდე, ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში, Fintech-ის მიმართულებით გაიმართა თემატური ვებინარები და ტრენინგები:

  • ვებინარი „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, Savvy
  • ტრენინგი „რასჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის?“, Emoney
  • ვებინარი „გოგონები FinTech-ში“, QuickCash
  • ვებინარი „Fintech ტენდენციები საქართველოში“, Optio AI

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს