აჭარის დაბებში და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „აჭარის წყლის ალიანსის” ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროგრამის მიმდინარეობას.

„წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 6000- მდე ოჯახი ისარგებლებს. პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება და ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, კურორტ გოდერძიზე, პირველად მოეწყობა წყალმომარაგების თანამედროვე სისტემა.

პროგრამის მიზანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვა, საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და წყლის რესურსების შენარჩუნება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს