თუკი ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე გაკეთებული დასკვნების იგნორირებას მოახდენს, მისი მარგინალიზაციის ტემპი გაცილებით მაღალი იქნება - გამოსავალია, ნებისმიერი სახის დებატის პარლამენტში გადმოტანა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკის თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება დასრულდეს იმით, რომ თემების განხილვამ პარლამენტის ფორმატში გადმოინაცვლოს.
„კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოებისთვის იმის შეთავაზება, რომ თითქოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია ვერაფერს შეძლებს, თუნდაც ოპოზიციის ხელმძღვანელობის პირობებში. როცა რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი, რასაკვირველია, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს. სამართლებრივი საფუძველი პარლამენტს მიღმა არ იქმნება, რასთან დაკავშირებითაც საერთაშორისო საზოგადოებას თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"