გიორგი ტყემალაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, მირზა ფათალი ახუნდზადეს სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში იმყოფებოდა და აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

გიორგი ტყემალაძემ მუზეუმში მიწვეულ ხალხს სიტყვით მიმართა და ქართველებისა და აზერბაიჯანლების მრავალწლიანი, მეგობრული თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა.

„დიდი პატივისცემით, ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს ამ დიდ დღესასწაულს, რომელიც განახლებასთან, ახალი წლის, გაზაფხულის შემობრძანებასთან ასოცირდება. თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს. უკვე მრავალი წელია ამ დღეს ჩვენ და თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად აღვნიშნავთ. მეამაყება, რომ თბილისი არის ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების თუ რელიგიის წარმომადგენლები ერთად, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მუსლიმ ძმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მირზა ფათალი ახუნდზადეს სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ