გიორგი ვაშაძე - მთავარი, რაზეც შევთანხმდით, არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული - ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით

ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

„მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ანუ, ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში 6 პუნქტიანი გეგმის ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით“, - აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა