ცოტნე ანანიძე ეზოების კეთილმოწყობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწესრიგება-კეთილმოწყობა გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ე.წ. გელაურის დასახლებაში, ვილარის ბინების ეზოებში სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოეწყო მწვანე ზოლი და დამონტაჟდა გარე განათება.

„პროექტი შარშან დაიწყო და წელს დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთის პარალელურად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გელაურის დასახლების ე.წ. ჩაის საწარმოს ბინების ეზოებშიც.

მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს, ჯამში 25-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო მოწესრიგდა.

გელაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქობულეთსა და მახინჯაურში ცოტნე ანანიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან ერთად დაათვალიერა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა