ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული ბრენდი - Benjy’s ჰონგ-კონგის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

Benjy’s მიერ წარმოებულმა ფეიხოას ბრენდმა მსოფლიო ბრენდებს შორის გაიმარჯვა და წლის ბრენდი გახდა.

კომპანია ჩინეთის, ჰონგ-კონგის საერთაშორისო კონკურსზე 6 პროდუქტით იყო წარდგენილი და პრიზი ექვსივე პროდუქტმა დაიმსახურა:

ფეიხოას ბრენდი - წლის ბრენდი ფეიხოას ბრენდი - ორმაგი ოქროს მედალი ჭაჭა - ორმაგი ოქროს მედალი ალუბლის ლიქიორი - ორმაგი ოქროს მედალი საფერავის ლიქიორი - ოქროს მედალი ქლიავის ბრენდი - ოქროს მედალი ვაშლის ბრენდი - ბრინჯაოს მედალი.

Benjy’s ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომლის ასორტიმენტშიც ქართული ხილისგან დამზადებული ხილის ბრენდები, ლიქიორები და იტალიური ნედლეულისგან დამზადებული შოკოლადი შედის.

საერთაშორისო ბაზარზე მოპოვებული წარმატების შემდეგ, კომპანია საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს. Benjy’s პროდუქტები უკვე განთავსებულია დიდი ბრიტანეთის სავაჭრო დახლებზე, ხოლო ჩინეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საქართველოში Benjy’s პროდუქტები გუდვილის, ალკორიუმის, ევროპროდუქტის, ფრესკოსა და აუგუსტის ქსელშია წარმოდგენილი.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა