შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგი გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო და უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებისგან მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1-ელი მარტიდან დღემდე მინისტრის მოადგილე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არაერთ უმაღლეს სასწავლებელში იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო ვითარებას როგორც სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასევე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში. მათი შეფასებით, უნივერსიტეტები ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს აკმაყოფილებს და თითოეულ მათგანში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოხუმის უნივერსიტეტში, სადაც ჯანდაცვის რეკომენდაციები სრულადაა დაცული, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა სრულად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. რაც შეეხება ლაბორატორიულ სამუშაოებს, სტუდენტები უსაფრთხო გარემოში აწარმოებენ.

ასევე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდა, რაც გულისხმობს სწავლებას როგორც სასწავლო აუდიტორიებში, ასევე, დისტანციურად. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჰქონდათ საშუალება, თავად აერჩიათ, რომელი მოდელით სურდათ აკადემიური სემესტრის გაგრძელება.

„COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ყველა წესის სრული დაცვით მიმდინარეობს. სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნივერსიტეტში შემოსვლამდე გადიან თერმოსკრინინგს, აუდიტორიებში იცავენ დისტანციას, ლექცია-სემინარებს ესწრებიან პირბადის გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები 50 წუთში ერთხელ მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა 2 ეტაპად მოხდა. 1-ელი მარტიდან მათ უფლება აქვთ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ, 15 მარტიდან კი – სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. ორივე ეტაპზე არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტები სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად იღებენ“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო