ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

ახლობლები აცხადებენ, რომ მეზობლის სახლის სახურავიდან ჯერ შვილი და შემდეგ კი მამა ჩამოვარდა. ახლობლების თქმით, 61 წლის მემედ ჯინჭარაძემ შვილის ჩამოვარდნის გამო, სავარაუდოდ გულის შეტევა მიიღო.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის ლოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:უმძიმესი ტრაგედია ქობულეთში - პირველი კადრები ადგილიდან, სადაც სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა