PACE Group-ის დირექტორი აცხადებს, რომ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება

PACE Group-ის დირექტორი, ირაკლი თათეიშვილი აცხადებს, რომ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება და მისი სიღრმე 13 მეტრი იქნება.

როგორც მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის განვითარების, მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ახალი ტერმინალი ისეთ ტვირთებს მოემსახურება, რომლებსაც დღესდღეობით ფოთის და ბათუმის ნავსადგურები შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ ქონის გამო, ვერ ემსახურება.

„პროექტის ჯამური ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი ორ ფაზად უნდა განხორციელდეს. პირველი ფაზის ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ მახასიათებლებს, 27 ჰექტარ ტერიტორიაზე იქნება, რაც შეეხება ჰიდროტექნიკური ნაგებობებს, რომლის მშენებლობაც დღეს მიმდინარეობს, ნავმისადგომის სიგრძე 260 მეტრი იქნება, სიღრმე 13 მეტი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში არსებულ არცერთ ნავსადგურს, არც ბათუმის და არც ფოთის ნავსადგურს, ასეთი სიღრმე არ აქვს. 13 მეტრის სიღრმე საშუალებას მოგვცემს 50 000 ტონიანი გემები მივიღოთ, რაც სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია. მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დავიწყეთ, პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი თათეიშვილმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

PACE Group-ის დირექტორი აცხადებს, რომ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება

PACE Group-ის დირექტორი, ირაკლი თათეიშვილი აცხადებს, რომ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება და მისი სიღრმე 13 მეტრი იქნება.

როგორც მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის განვითარების, მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ახალი ტერმინალი ისეთ ტვირთებს მოემსახურება, რომლებსაც დღესდღეობით ფოთის და ბათუმის ნავსადგურები შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ ქონის გამო, ვერ ემსახურება.

„პროექტის ჯამური ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი ორ ფაზად უნდა განხორციელდეს. პირველი ფაზის ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ მახასიათებლებს, 27 ჰექტარ ტერიტორიაზე იქნება, რაც შეეხება ჰიდროტექნიკური ნაგებობებს, რომლის მშენებლობაც დღეს მიმდინარეობს, ნავმისადგომის სიგრძე 260 მეტრი იქნება, სიღრმე 13 მეტი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში არსებულ არცერთ ნავსადგურს, არც ბათუმის და არც ფოთის ნავსადგურს, ასეთი სიღრმე არ აქვს. 13 მეტრის სიღრმე საშუალებას მოგვცემს 50 000 ტონიანი გემები მივიღოთ, რაც სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია. მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დავიწყეთ, პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი თათეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი