შემოსავლების სამსახური მედიის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრებს განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, რეგიონალური მედიის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში მორიგი სემინარი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს.

“უწყების წარმომადგენლებმა, დეტალურად განმარტეს დღგ-ის ახალი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს როგორიცაა: დაქირავებულ პირთა ახალი რეესტრი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების კონტროლის მექანიზმები, „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“ , სავარაუდო დარიცხვის გამოყენების წესები, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ახალი გამარტივებული კრიტერიუმები და სხვა.

სემინარი კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შემოსავლების სამსახური მედიის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრებს განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, რეგიონალური მედიის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში მორიგი სემინარი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს.

“უწყების წარმომადგენლებმა, დეტალურად განმარტეს დღგ-ის ახალი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს როგორიცაა: დაქირავებულ პირთა ახალი რეესტრი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების კონტროლის მექანიზმები, „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“ , სავარაუდო დარიცხვის გამოყენების წესები, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ახალი გამარტივებული კრიტერიუმები და სხვა.

სემინარი კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს