იაპონიის საელჩომ თელავს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ ოთხი ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილები თელავში, ოზურგეთში, ამბროლაურსა და ზუგდიდში გადანაწილდა.

,,იაპონიის საელჩომ საჩუქრად გადმოგვცა თანამედროვე სტანდარტების რეანომობილი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამედიცინო ტრანსპორტი ამ დრომდე არ გვყავდა. რეანომიბილი მაქსიმალურად უსაფრთხოდ უზრუნველყოფს მძიმე პაციენტების დედაქალაქში ტრანსპორტირებას. დიდ მადლობას ვუხდით იაპონელ ხალხს გულისხმიერებისთვის,, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ასევე, მიხეილ პაპოშვილის თქმით, ახალი რეანომობილმა პაციენტების დედაქალაქში დროული გადაყვანის და უსაფრთხო ტრანსპორტირების პრობლემა მოხსნა.

,,უაღრესად მნიშვნელოვანია იაპონელი ხალხის საჩუქარი ჩვენთვის, ვინაიდან ძალიან რთული იყო მძიმე პაციენტების თბილისში გადაყვანა. ახალი თანამედროვე რეანომობილი რამდენიმე დღეა გავიდა ქსელში და მოიხსნა როგორც პაციენტების დედაქალაქში დროული გადაყვანის პრობლემა, ასევე უფრო უსაფრთხო გახდა მათი ტრანსპორტირება“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თელავის რაიონული ფილიალის ხელმძღვანელმა, მიხეილ პაპოშვილმა.

ამათან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა