ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასულიერო პირებს თხოვენ, ქადაგებისას მრევლს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ ხშირად მოუწოდონ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასულიერო პირებს თხოვენ, ქადაგებისას მრევლს სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ ხშირად მოუწოდონ.

როგორც ტიკარაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრა ორმხრივი ინიციატივით გაიმართა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაშია.

„ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციის დაცვას და ნიღბების ტარებას, ამის მეტად მოწოდებას როგორც ლოცვებში, ასევე ქადაგებებში. თვითონ სინოდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა. ასევე მნიშვნელოვანია საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძველს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა ის მოსახლეობისათვის და რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინაცია. შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით, ვინაიდან მეც ვთვლი, რომ გამაჩნია ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაშია.

შევხვდი პატრიარქს, მისი განწყობა ცალსახაა, ის როგორც ჩვენ, მომხრეა, რომ ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინაცია. არ მოხდება არანაირი იძულება ჩვენი მოქალაქეების. მნიშნველოვანია მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება უსაფრთხოებასთან და სარგებელთან დაკავშირებით, ჩვენ გავიარეთ ეს მიმდინარე მოვლენები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე: ხომ არ იგეგმება სასულიერო პირების ვაქცინაცია, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მსგავსი რეკომენდაცია არ გაუციათ.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვისაუბრია, ეს ცდება ჩემს კომპეტენციებს და მსგავსი რეკომენდაცია არ გამიცია. თუმცა, ისინიც რა თქმა უნდა, თავისუფალი არიან არჩევანში და მას შემდეგ, რაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია, შესაძლოა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან მათი დამატებითი ჩართულობის შესახებ თხოვნა არ ყოფილა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრა საპატრიარქოში 14:00 საათზე გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა