ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა. ABC News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია, ჯო ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“

მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „საფასურს გადაიხდის“ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. კითხვაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, ბაიდენმა აღნიშნა: „მალე იხილავთ“.

„ის გადაიხდის საფასურს. ჩვენ, მე და მას ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. საუბრის დაწყებისას მე მას ვუთხარი - შენ მიცნობ მე და მე გიცნობ შენ. თუ დადგინდა, რომ ეს მოხდა, მაშინ მოემზადეთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება