„საქპატენტი“ - ქედას ჩხავერი, ხულოს კარტოფილი და ჩაქვის ჩაი პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალშია

ქედას ჩხავერი, ხულოს კარტოფილი და ჩაქვის ჩაი პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალშია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, აჭარის რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების განსაზღვრის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს გიორგი სურმანიძეს შეხვდა. საქპატენტის ინიციატივაა, აჭარული ჩლეჩილისა და მაჭახელას თაფლის შემდეგ, გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატოს კიდევ სხვა განსაკუთრებული ხარისხის, თვისებებისა და რეპუტაციის მქონე აჭარული პროდუქტები.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის რეგიონს გააჩნია გეოგრაფიული აღნიშვნების ფორმირებისთვის დიდი რესურსი, გეოგრაფიული აღნიშვნები კი ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნული პოტენციალის რეალიზების მიზნით, საქპატენტი გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების ინვენტარიზაციას და მათი სამართლებრივი დაცვიდან მიღებული სარგებლის შეფასებას. უწყების მხრიდან შემდეგი ნაბიჯი იქნება პროდუქტის მწარმოებლების დახმარება, რაც გამოიხატება ყველაზე შესაფერისი გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების განსაზღვრაში, მათი სპეციფიკაციების დადგენაში, გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისთვის განაცხადების შედგენასა და რეგისტრაციაში. საქპატენტმა უკვე ჩაატარა პირველი ეტაპის სამუშაოები და გამოავლინა შემდეგი პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნები: ქობულეთისა და ხელვაჩაურის მანდარინი, ქედას ჩხავერი, ცოლიკაური და პომიდორი, ჩაქვის ჩაი, ხულოს კაიმაღი და კარტოფილი.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღნიშვნისთვის, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით. გარემო პირობებში იგულისხმება ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი მახასიათებლები. ადამიანური ფაქტორი მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციულ ცოდნასა და გამოცდილებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს