გიორგი ვაშაძე - ალბათ ხვალაც იქნება შეხვედრა, ან კიდევ შემდგომი შეხვედრა დაგვჭირდება

ვფიქრობ, რომ დღეს არ დამთავრდება ეს შეთანხმებით, რადგან დღეს არის სამუშაო პროცესის მომდევნო ფაზა. ვფიქრობ, რომ ალბათ ხვალაც იქნება შეხვედრა ან კიდევ შემდგომი შეხვედრა დაგვჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ვაშაძემ ასევე განმარტა, თუ რა ფორმით მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა და რა პუნქტებზეა საუბარი დოკუმენტში, რომლის შემუშავებაც მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, რადგან მხარეებს უმეტეს საკითხებთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო სამუშაო პროცესი. პირველი, დოკუმენტი, რომელზეც ვმუშაობთ, ეს არის ევროკაშირის და ამერიკის ერთობლივი დოკუმენტი, ანუ მედიატორების მიერ შექმნილი დოკუმენტი. მეორე, დოკუმენტში არის ყველა ის პუნქტი, რაზეც არის პრობლემა - პოლიტპატიმრები, რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო, სასამართლო რეფორმა, ძალაუფლების განაწილება - ანუ ოპოზიციის მონაწილეობა ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე პროცედურული საკითხები. ასევე მინდა განგიმარტოთ, სამუშაო პროცესი როგორ მიდის, ყველა თემასთან დაკავშირებით მხარეები ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებს ვამბობთ, შემდეგ მოდერატორების მხრიდან დოკუმენტებში ჩასწორება ხდება მათი აზრით ობიექტური თვალთახედვიდან გამომდინარე და ხდება დოკუმენტის განახლება. გუშინ მაგალითად, შესვენება რომ გვქონდა, მოდერატორები გავიდნენ და პირველი ფაზის არგუმენტაციის შემდეგ, ჩასწორებები გააკეთეს დოკუმენტში, სადღაც თქვეს, თქვენი აზრი გავითვალისწინეთ, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნას ემთხვევა, სადღაც თქვეს, რომ მეორე მხარის აზრი გაითვალისწინეს, რადგან საკონსტიტუციო პრინციპებს ან კრიზისის განმუხტვას ემთხვევა და ა.შ. ასე მიდის სამუშაო პროცესი.

ვფიქრობ, რომ დღეს არ დამთავრდება ეს შეთანხმებით, რადგან დღეს არის სამუშაო პროცესის მომდევნო ფაზა, ვფიქრობ, რომ ხვალაც ალბათ, იქნება შეხვედრა, ან კიდევ შემდგომი შეხვედრა დაგვჭირდება. დანიელსონი ხვალ მიდის, მაგრამ როგორც ვიცი, გვიან მიდის. ამაზე ჩამოვყალიბდებით, დღესვე დამთავრდება თუ ხვალ. ჩემი აზრით, დღესვე ვერ მოესწრება ყველა ამ საკითხის განხილვა, რადგან ბევრი საკითხია დარჩენილი. ასევე შეკითხვის საპასუხოდ მინდა ვთქვა, ცალ-ცალკე ვინმე მოაწერს ხელს თუ არა, ასე საკითხი არ დგას არც ევროპული მხარის მხრიდან. ჩვენი დასავლური პარტნიორებისთვის დღეს პრიორიტეტულია, რომ შეთანხმება გაფორმდეს ყველას შორის, ყველას მონაწილეობით და არა, ვინმესთან ცალკე, ერთთან ან ორთან და ა.შ.“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტს „სტრატეგია აღმაშენებლი“ მაშინ მოაწერს ხელს, როცა მასში ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული.

„ეს დამოკიდებულია ამ დოკუმენტში ხუთივე საკითხის არსებობაზე და ისეთ შინაარსზე, რომელიც საზოგადოებისთვის მისღებია. რა თქმა უნდა, ჩვენ - „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ბოლომდე გავითვალისწინებთ ჩენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პოზიციას, რადგან ჩვენი მომავალი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის ფუნდამენტური საკითხები, რაც ჩვენ გვაწუხებს.

ვფიქრობ, შეთანხმება იქნება აუცილებლად. თავის დროზე ვთქვი საბოლოო თარიღი მარტის ბოლო, თუმცა, იმედი მაქვს, მანამდე იქნება ეს ყველაფერი, მოლაპარაკებები მიდის რთულად და არა მარტივად, ორივე მხარეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ მოდერატორის ფუნქცია ეს არის, რომ ეს პოზიციები შეაჯეროს“, - აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, 20 მარტს დაანონსებულ აქციის გამართვასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ ფორმატში იქნება მსჯელობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა