მედიის ინფორმაციით, ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი კომაში ჩავარდა, რის გამოც საავადმყოფოში ხმაურია

ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთ ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც.

ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, უკურეაქცია სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ასტრაზენეკას" მიღებამ გამოიწვია.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას ელოდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს