ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე სოსო რაზმაძე გაეცნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ფასადების რეაბილიტაციის პროექტის დეტალები განიხილეს.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე გათვალისწინებულია აივნების ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა.

სამუშაოების შპს „ბესთ ბილდ გრუპი“ ასრულებს. ფასადების რეაბილიტაცია 679 086 დაჯდება. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შესრულდება.

ბორჯომის მერია, ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა