დისკუსიათა ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ გაიმართა

ორბელიანების სასახლეში დისკუსიათა ციკლის „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ რიგით მეორე დისკუსია გაიმართა, რომელიც პანდემიის ფონზე ფასეულობათა სისტემის ტრანსფორმაციას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსიათა ციკლის „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ მიზანია ორბელიანების სასახლე ჩამოყალიბდეს, როგორც ღია და თავისუფალი სივრცე, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენლები დისკუსიების ფორმატში განიხილავენ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემებსა და ახდენენ ახალი იდეების გენერირებას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა, პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილი, ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი, ეკონომისტი თათო მარიდაშვილი, სოციოლოგი ლიკა წულაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, დისკუსიის მონაწილეებმა გლობალური ულტრალიბერალიზაციის პოლიტიკის სუსტ მხარეებზე იმსჯელეს, რომელიც პანდემიის შედეგად გამოვლინდა. საერთაშორისო დონეზე აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია პოსტპანდემიური სამყაროს ფასეულობათა სისტემაზე. გადახედვას დაექვემდებარა ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფასეულობათა სისტემები, რომელიც ვლინდება რეალურ პოლიტიკაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა