აჭარის მთავრობა - სპორტული კომპლექსები და სტადიონები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც აშენდება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „პროექტების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე გაეცნო ინფორმაციას კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

მათივე ცნობით, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება. დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ზაფხულში დასრულდება. მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა.

სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბათუმის სტადიონს, რომელსაც უკვე მიენიჭა UEFA-ს მე-4 კატეგორია, საფეხბურთო მატჩებს მაისიდან უმასპინძლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა