ხათუნა სამნიძე - ჩვენ კომპრომისისა და შეთანხმებისთვის მზაობა გამოვხატეთ, მაგრამ მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმდჯომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არ არის პასუხისმგებლობა აიღოს. აღნიშნულის შესახებ სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სამნიძე განმარტავს, ოპოზიცია კომპრომისებისთვის და დათმობისთვის მზად იყო, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულისთვის მზად „ქართული ოცნება“ არ არის.

„მე პირადად, ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი დღევანდელ დღეს იქიდან გამომდინარე, რა ინტენსივობითაც ვმუშაობდით ეს დღეები, რაც მედიატორი აქაა ჩამოსული, იქიდან გამომდინარე რა განცხადებაც გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ დარჩება საქართველოში, ვიდრე შეთანხმებას არ მივაღწევდით. მისი ეს განცხადება განპირობებული იყო სწორედ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული წინადადებებით და მზაობით, რომ შევთანხმებულიყავით.

სამწუხაროდ, ამდენსაათიანი მუშაობის და ძალიან მძიმე, რთული, მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს ადრე და რასაც სამწუხაროდ, ადასტურებდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული ძალიან აგრესიული განცხადებები. გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა და ტვირთი, ამ კონფლიქტიდან და კრიზისიდან გამოსვლის იყო ხელისუფლებაზე და მათი მხრიდან გამოჩნდა რომ ამ რთულ პროცესში, არც ერთ ეტაპზე არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არამხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეუძლებელი გახადა შეთანხმება და ამ ქვეყნის კიდევ ერთხელ მტკიცე ნაბიჯი ევროპისკენ და ევროინტეგრაციისკენ. მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო და გამოჩნდა, რომ მთელ ამ პროცესში არც ერთ ეტაპზე არ იყო მზად კომპრომისისთვის. ჩვენ გამოვხატეთ ამ კომპრომისისთვის და შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში, მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ადამიანმა ამდენი რესურსი ჩადო ამ პროცესში, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა პირადი პასუხისმგებლობა აიღო, რომ შეეცდებოდა ეს კონფლიქტი მოეგვარებინა და მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით წინ წასულიყო. მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ძირითადი ტვირთი, დაეთმო, ნაბიჯები გადაედგა კომპრომისული და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ მზად არიან ეს ქვეყანა წაიყვანონ წინ. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა“, - განაცხადა სამნიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო