კოვიდ 19-ის ინფექციის დაფიქსირების გამო, ბრეძის საჯარო სკოლა დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

კოვიდ 19-ის ინფექციის დაფიქსირების გამო, ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეძის საჯარო სკოლა დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ახალი კორონავირუსი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გაკვეთილებს ატარებდა და შესაბამისად, კოლეგებსა და მოსწავლეებთან კომუნიკაცია ჰქონდა.

„გუშინ გახდა ცნობილი, რომ ტესტირებისას, ბრეძის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. მაშინვე მივიღეთ რეკომენდაცია, რომ აღნიშნულ სკოლას დისტანციური რეჟიმით გაეგრძელებინა სასწავლო პროცესი, ბუნებრივია, ამის თაობაზე მივმართეთ სამინისტროს. სხვა შემთხვევები არ გვაქვს და ყველა საჯარო სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას, გამონაკლისი გახლავთ ახალსოფლის საჯარო სკოლა, სადაც მშობლების მოთხოვნით, საგანმანათლებლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გიორგი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა