ალუდა ღუდუშაური უარყოფს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარეობას სთავაზობდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, შეთავაზება, რომ ოპოზიცია თანამდებობების სანაცვლოდ შესულიყო პარლამენტში, არ ჰქონიათ. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან შალვა ნათელაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„არავინ არაფერს მსგავსს, რომ ოღონდაც რამე თანამდებობა მოგცეთ და სანაცვლოდ შემოდით, რაც ისედაც მათი მოვალეობაა, არ სთავაზობდა, ეს არის სრულიად ნონსენსი. ბატონ ნათელაშვილს ოპონენტებმა თვითონ გასცეს პასუხი, რომ აბსურდია. როცა საუბრობთ ამაზე, მარტო მე კი არ გცემთ ამაზე პასუხს, ბოკერიას პასუხები იხილეთ ამაზე და სხვა ლიდერების. პასუხი არის ის, რაც გასცეს თვითონ იმ ლიდერებმა, ვინც მის გვერდზე ისხდნენ,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილის თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა