იაპონიის ელჩი - დიდი სურვილი გვაქვს საქართველოში სტაბილურობა დავინახოთ, იმედი გვაქვს, რომ მხარეები შეთანხმდებიან და დიალოგის გზით მიაღწევენ კონსენსუსს

იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, დიდი იმედი აქვს, დაინახონ საქართველოში სტაბილურობა და იმედოვნებს, რომ მხარეები დიალოგის გზით მიაღწევენ კონსენსუსს.

„იაპონია და საქართველო იზიარებენ, ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია და ჩვენ მხარს ვუჭერთ, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას და სწორედ ამიტომ და ამ ჭრილში დიდი სურვილი გვაქვს დავინახოთ საქართველოში სტაბილურობა. იმედი გვაქვს, რომ მხარეები შეთანხმდებიან და დიალოგის გზით მიაღწევენ კონსენსუსს, რათა მცდელობა იყოს მეტი სტაბილურობისკენ. სტაბილურობა არის საკვანძო ნაწილი, როგორც დემოკრატიაში პროგრესისთვის, ასევე ბიზნესგარემოს განვითარებისთვის. იაპონელი ინვესტორები დიდი ინტერესით აკვირდებიან მსოფლიოში სხვადასხვა მოვლენებს, ითვალისწინებენ რისკებს, ამიტომ დიდი სურვილი გავქვს, რომ მხარეებმა დიალოგის გზით მიაღწიონ შეთანხმებას", - განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება, ელჩი პასუხობს: "მე არ ვარ ჩართული ამ პროცესებში და შესაბამისად, არ შემიძლია, ვისაუბრო დიალოგის დეტალებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ დაძაბულობის მოხსნას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც დემოკრატიის, ასევე ევროატლანტიკურ პროცესში, ასევე მნიშვნელოვანია, ინვესტიციებისთვის. ასე, რომ ძალიან ვგულშემტკივრობ, იმას, რომ ნებისმიერი პროგრესი ამ დიალოგში იყოს მიღწეული", - განაცხადა იმამურა აკირამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა