ზაზა ფირალიშვილი - როგორც 2011 წელს, სიტუაცია მიექანება ლუკაშენკოს ტიპის მმართველობის ჩამოყალიბებისაკენ, ლუკაშენკო შექმნა არა მხოლოდ მან და მისმა გარემოცვამ, არამედ უუნარო ოპოზიციამაც

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურთემებზე “ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, ევროპული საბჭოს მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი უშედეგოდ დასრულდა.

ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო. ვიდრე ჩვენს საშინაო პრობლემებში გარკვევასა და პოლიტიკური ვითარების დალაგებას ევროპული საბჭო არ შეეცდებოდა, ხელისუფლება არც მანამდე აღიარებდა პოლიტიკურ კრიზისსა და იმას, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა იყო საჭირო.

ამ თემაზე სასაუბრო ბევრია, რადგან 6 პუნქტიანი იყო ის პრობლემები, რომელთა გარშემოც მიმდინარეობდა მხარეებს შორის დიალოგი.

როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რომელიც ევროპული საბჭოს, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩის მედიაციით მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა?

- ძალზე სამწუხარო ფაქტი მოხდა. როგორც არ უნდა იყოჩაღებდნენ თავს ჩვენი პოლიტიკური აქტორები და როგორც არ უნდა აბრალებდნენ ოპონენტები ერთმანეთს იმას, რაც მოხდა, ფაქტი ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკოსების პოლიტიკური ქცევა შორს არის იმისგან, რასაც ევროპული პოლიტიკური ქცევა შეიძლება ერქვას. თითქოს ბედნიერად გრძნობდნენ თავს საერთაშორისო ყურადღების გამო.

ფაქტი ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკოსების პოლიტიკური ქცევა შორს არის იმისგან, რასაც ევროპული პოლიტიკური ქცევა შეიძლება ერქვას

- ამ თემაზე სოციალურ ქსელში მომხდარს თქვენ „პოლიტიკური უმწიფრობის დღესასწაული“ უწოდეთ. რატომ თვლით, რომ რაც მოხდა, „პოლიტიკური უმწიფრობის დღესასწაული“ იყო?

- ეს ჩემი გამოთქმა არ გახლავთ. თუ არ ვცდები, ჩვენში მიმდინარე პროცესების შეფასებისას სულ მცირე, ორმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ახსენა პოლიტიკური უმწიფარობა. თუნდაც მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გვეგრძნო თავი ძალზე უხერხულად.

პოლიტიკური უმწიფარობაა, როდესაც პოლიტიკური ცხოვრების მთელი მრავალსახეობა ერთ ან ორ პრობლემაზე დაგყავს და ჯიუტად არ გინდა დაინახო შენი ქცევის შედეგები, როდესაც მთელი ყურადღება ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე გაქვს გადატანილი ისე, რომ ვერც ხედავ, რა ხდება შენი ქვეყნის უშუალო გარემოცვაში.

როდესაც ვერ ახერხებ, შეამჩნიო, თუ როგორ უქმნი ხელსაყრელ გარემოებებს შენი ქვეყნის მტერს, არ გინდა აღიარო, რომ შენი პოლიტიკური ქცევა არ არის ევროპული ოჯახის წევრის ქცევის ადექვატური, როდესაც არ შეგიძლია აღიარო, რომ შენი პირადი და ქვეყნის ისტორიული ინტერესები შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს და რომ შენი პიროვნული მესიანიზმი არ არის ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება.

როდესაც ვერ ახერხებ, შეამჩნიო, თუ როგორ უქმნი ხელსაყრელ გარემოებებს შენი ქვეყნის მტერს, არ გინდა აღიარო, რომ შენი პოლიტიკური ქცევა არ არის ევროპული ოჯახის წევრის ქცევის ადექვატური, როდესაც არ შეგიძლია აღიარო, რომ შენი პირადი და ქვეყნის ისტორიული ინტერესები შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს და რომ შენი პიროვნული მესიანიზმი არ არის ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება

როდესაც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებს ლეგიტიმურად თვლის, გულუბრყვილობაა იმედი, რომ ისინი აზრს შეიცვლიან, მითუმეტეს, როცა საზოგადოებრივი მხარდაჭერა არა გაქვს.

როდესაც ყველა და ყველაფერი ამისაკენ მიგანიშნებენ, და ეს ეხებოდა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. უმწიფარობაა, ამტკიცო, რომ განმცხადებელს მხედველობაში მხოლოდ შენი ოპონენტი ჰყავდა და რომ ამ სიტუაციის შექმნაში შენ არავითარი წვლილი არ მიგიძღვის.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა სამწუხარო ამბად იმას მიიჩნევს, რომ ქვეყანამ შანსი ხელიდან გაშვა ევროპას მიეღო მონაწილეობა ჩვენთან ვითარების დაბალანსებაში. მედიატორმა ქვეყანა დატოვა. ევროპულმა დიპლომატიამ თავისი რესურსები ამოწურა.

თქვენი დაკვირვებით მომხდარის შემდეგ სავარაუდოდ როგორი იქნება ევროპული სტრუქტურებისა და საქართველოს ურთიერთობა?

- ძნელი წარმოსადგენია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრთან ევროპელებს ისეთი ურთიერთობა ექნებათ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

ცხადია, ყველა არა, მაგრამ ძირითადი და გადაწყვეტილებათა მიმღები ნაწილი ჩვენთან ურთიერთობას მოლოდინის რეჟიმში გადართავს და ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გაჯანსაღების ნიშნებს დაელოდება.

პოლიტიკის სუბიექტებს შორის დიალოგისა და კონსესუსის მიღწევის უუნარობა რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ევროპასთან სიახლოვედ, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.

ჩვენში არსებულ აპათიასაც თუ ეშველება, მხოლოდ პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენის შემთხვევაში. ღმერთმა ქნას, ცუდი წინასწარმეტყველი ვიყო და ასე მგონია, რომ ყარაბახის მეორე ომის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით და კიდევ რამდენიმე წლით გადავწიეთ დასავლეთთან ჩვენი დაახლოების საქმე.

ღმერთმა ქნას, ცუდი წინასწარმეტყველი ვიყო და ასე მგონია, რომ ყარაბახის მეორე ომის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით და კიდევ რამდენიმე წლით გადავწიეთ დასავლეთთან ჩვენი დაახლოების საქმე

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უშედეგოთ დასრულებული მოლაპარაკებების გამო ქვეყანამ წააგო. წაგებულ ქვეყანაში გამარჯვებულის იერი ხელისუფლების წარმომადგენლებს აშკარად დაჰკრავთ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა იმით არიან კმაყოფილი, თან ძალიან, რომ პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ 36 კაციანი დეპუტაცია არ იქნება. როგორც ჩანს, მათი მიზანი, ამჯერადაც უცნაურად დაემთხვა თავად „ნაცმოძრაობის“ მიზანს.

რა დამაჯერებელი სახეებითაც არ უნდა აკეთონ განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ანაც „ნაცმოძრაობის“ ძველმა და ახალმა სახეებმა, ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური სცენის მთავარი აქტორები ივანიშვილი და სააკაშვილია.

მართალია, ერთი კულისებშია, მეორე კიევში, მაგრამ ასე რომაა, ეჭვი არავის არ ეპარება.

რამდენად მართებული იქნებოდა მოსაზრება, რომ ახლა რა კრიზისული და ჩიხური ვითარება გვაქვს ქვეყანაში, როგორც ივანიშვილის, ისე სააკაშვილის „დამსახურებაა?

- სამწუხარო რეალობა ჩამოყალიბდა. დღეს ჩვენ გვყავს ორი პიროვნება, რომელიც მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული უფლებები აქვს, და ეს მათი ყველა ქცევიდან ჩანს, ხოლო მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ვერ ახერხებს მათგან გათავისუფლებას.

სხვათა შორის, ისიც პოლიტიკური უმწიფარობის ნიშანია, როდესაც ვერ ხედავ, რომ შენი პოლიტიკური რესურსები ამოიწურა და სჯობს, მაშინ გაეცალო საქმეს, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება კეთილი სახელის შენარჩუნება.

ისიც პოლიტიკური უმწიფარობის ნიშანია, როდესაც ვერ ხედავ, რომ შენი პოლიტიკური რესურსები ამოიწურა და სჯობს, მაშინ გაეცალო საქმეს, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება კეთილი სახელის შენარჩუნება

შეიძლება, ჩვენში ვინმეს ჰგონია, რომ დასავლეთს თუ სხვაგვარად დაუხატავენ სურათს, ამით რამე შეიცვლება. ტყუილი იმედია. დასავლეთის პოლიტიკას არ ქმნიან მხოლოდ გულუბრყვილო იდეალისტები.

ოპოზიციის მედროშის როლში აღმოჩნდა „ნაცმოძრაობა,“ რომელსაც თითქოს ერთადერთი სტრატეგიული მიზანი აქვს - როგორმე დაამტკიცოს, რომ „ქართული ოცნება“ მასზე უარესია. თუნდაც შეძლონ, ეს მათ ვერ გახდის უფრო სასურველს. ვფიქრობ, ესაა სტრატეგიის დონეზე დაშვებული შეცდომა.

განახლების, ტვირთად ქცეული პერსონებისაგან გათავისუფლებისა და შეცდომებისა და დანაშაულებების აღიარების გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენისთანა პოლიტიკურად გამოუცდელ საზოგადოებაშიც კი ძნელი წარმოსადგენია. ცოცხების ისტორიის ალტერნატივის შექმნის მცდელობა, ჩემი აზრით, სრულიად უნაყოფო სტრატეგიაა.

განახლების, ტვირთად ქცეული პერსონებისაგან გათავისუფლებისა და შეცდომებისა და დანაშაულებების აღიარების გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენისთანა პოლიტიკურად გამოუცდელ საზოგადოებაშიც კი ძნელი წარმოსადგენია. ცოცხების ისტორიის ალტერნატივის შექმნის მცდელობა, ჩემი აზრით, სრულიად უნაყოფო სტრატეგიაა

ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები და ჯგუფები, ვისაც ესმით ამ მდგომარეობის უნაყოფობა. მათ შორის საკმაოდ გონიერი ადამიანებიცაა.

სამწუხაროდ, ისინი ჯერ მაინც ვერ აღწევენ, თავი დააღწიონ რევოლუცია-კონტრრევოლუციის თავსმოხვეულ პარადიგმას. იმედია, ადრე თუ გვიან, შეძლებენ.

რამდენად უფრო მომგებიანი იქნებოდა მათი დღევანდელი მდგომარეობა, უარი რომ ეთქვათ ამ ჟინიან და ჭირვეულ დისკურსში მონაწილეობის მიღებაზე, თუნდაც, პარლამენტში არ შესულიყვნენ.

- აღარავინ დავობს, რომ ჩვენს თვალწინ ბევრი სახიფათო პროცესი და ტენდენცია იკვეთება, რომლემბაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას და მის მომავალს. შეუძლებელია ეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ესმოდეთ.

თქვენი დაკვირვებით, სავარუდოდ როგორ განვითარდება პროცესები შიდა პოლიტიკაში? და რაში შეიძლება იყოს გამოსავალი იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში იქნას მიღწეული პოლიტიკური სისტემის მდგრადობა?

- თუ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც დღესაა, შედეგებს უახლოეს ადგილობრივ არჩევნებზე ვნახავთ. ამომრჩეველი გაუცხოვდა თავისი პოლიტიკური კლასისაგან. როდესაც უმაღლეს ეშელონებში კორუფციასა და საარჩევნო დარღვევებზე მელაპარაკება ის, ვისი ოსტატობაც ამ საქმეში ჯერაც კარგად გვახსოვს, ჩათვალეთ, რომ ეს მწვავე პრობლემა ნეიტრალდება.

თავი იჩინა მუდმივი დაძაბულობის გამო დაქანცულობამ, მითუმეტეს, რომ ამ დაძაბულობის შემქმნელთა შორის ნდობის საჭირო ხარისხს ვერავინ ფლობს. ადრეც მითქვამს, რომ სიტუაცია ზედმიწევნით ჰგავს 2011 წლის 26 მაისის შემდგომს, როდესაც საზოგადოებაში უკიდურესმა უიმედობამ და აპათიამ დაისადგურა.

სიტუაცია ზედმიწევნით ჰგავს 2011 წლის 26 მაისის შემდგომს, როდესაც საზოგადოებაში უკიდურესმა უიმედობამ და აპათიამ დაისადგურა

არსებობდა პროტესტი მაგრამ მისი გაჟღერება იკისრეს იმათ, ვისაც ამ ტვირთის ტარება არ შეეძლო. ჩვენი პოლიტიკოსები, თუ მართლა პოლიტიკოსებია, უნდა მიმხვდარიყვნენ ამას და რაღაც სხვა უნდა შეეთავაზებინათ მოქალაქისათვის.

ამათ კიდევ სამიტინგო-რევოლუციური პარადიგმის გარდა, თითქოს, სხვა არაფერი იციან. საპარლამენტო ცხოვრებაც კი მათთვის მიტინგის ერთგვარი გაგრძელებაა. გაუცხოვების პროცესი რომ მიდიოდა, ჯერ კიდევ მაშინ უნდა მიმხვდარიყვნენ, როდესაც ახალგაზრდული გამოსვლები მიინავლა, აღარაფერს ვამბობ ენ-დე-აის გამოკვლევებზე.

სიტუაცია, ისევე, როგორც 2011 წელს, მიექანება ლუკაშენკოს ტიპის მმართველობის ჩამოყალიბებისაკენ. ლუკაშენკო შექმნა არა მხოლოდ მან და მისი გარემოცვამ, არამედ უუნარო ოპოზიციამაც

ამ უკანასკნელის შედეგების ნახვის შემდეგ ზოგი მაინც უნდა მიმხვდარიყო, საით მიექანებოდა სიტუაცია. ეგაა, ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების ჟინი პოლიტიკური კლასის უდიდეს ნაწილს რეალობის გრძნობას აკარგვინებს და საკუთარ საზოგადოებას ვეღარ აღიქვამენ.

ადრეც ვთქვი და ვიმეორებ - სიტუაცია, ისევე, როგორც 2011 წელს, მიექანება ლუკაშენკოს ტიპის მმართველობის ჩამოყალიბებისაკენ. ლუკაშენკო შექმნა არა მხოლოდ მან და მისმა გარემოცვამ, არამედ უუნარო ოპოზიციამაც. პოლიტიკაში უუნარობას და ბოროტ ზრახვას ერთი შედეგი აქვს.

ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს