აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა

აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თუმცა მათივე განმარტებით, ვაქცინაცია ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

როდის განახლდება ვაქცინაციის პროცესი მაღალმთიან აჭარაში, უწყებაში ჯერ ვერ ასახელებენ.

მათი ცნობით, ამ დროისათვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ბათუმსა და ქობულეთში 300-ზე მეტი მედიკოსია აცრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო