იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ქუთაისში იმყოფება

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, იაპონელ დიპლომატს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ უმასპინძლეს. ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და იაპონიის ახალმა ელჩმა ოფიციალური გასვლა საქართველოს რეგიონებში სწორედ ქუთაისით დაიწყო.

„იოსებ ხახალეიშვილი იმამურა აკირას ესაუბრა, როგორც ქუთაისის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს როლზე რეგიონში; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აეროპორტზე, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებზე. ქალაქის მერმა ქუთაისის იაპონიის რომელიმე ქალაქთან დამეგობრების იდეაც შესთავაზა ელჩს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ იაპონიის ელჩი პირველი ვიზიტით სწორედ ქუთაისში ჩამოვიდა. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების დავით ხახალეიშვილის და გაგამურას იდეის განხორციელებაზეც, რომელიც ქართულ-იაპონური ურთიერთობების სიმბოლოდ უნდა იქცეს ქუთაისში“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„იმამურა აკირას და მის მეუღლეს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ელჩის ვიზიტი ქუთაისში გრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა