მთიან აჭარაში ტრენინგები იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სატრენინგო პროგრამა, რომელზეც დეპარტამენტი მუშაობს საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის არსებულ პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღებას, არსებული სერვისების გაუმჯობესებას, ტურისტული პროდუქტების რეკლამასა და ონლაინსივრცეში ეფექტურად წარმოდგენის სწავლებას ითვალისწინებს.

ამასთან, იგეგმება საკომუნიკაციო ინგლისური ენის მოკლე კურსის გაგრძელება საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის. მოკლევადიანი კურსი ტურისტული სერვისების შეთავაზებას, გაყიდვას, მომსახურებას და სხვა იმ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, რომელიც ტურისტულ ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. აღნიშნული კურსის წინა ეტაპები კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში მდებარე სასტუმროების, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს.

„მთიანაჭარაში ადგილობრივი კერძების წარმოჩენისა და კულინარიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება კულინარიული მასტერკლასები მზარეულებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მასტერკლასებზე მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ წარმოაჩინონ აჭარული კერძები ტურისტებთან, როგორ დაგეგმონ, შეადგინონ მენიუ და რა სანიტარულ-უსაფრთხოების ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს კვების ობიექტები.

დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე, სემინარებსა თუ მასტერკლასებზე დარეგისტრირება მსურველებს ონლაინ ახალ, ვებ-პლატფორმაზე შეეძლებათ, სადაც ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა