სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს აჭარის, შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა. გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რეგისტრაციის არქონა. დარღვევების გამო დაჯარიმდა 52 ობიექტი (შემოწმებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/548) .

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე განმარტავს, რომ ფერმერების და შინაური ცხოველების მეპატრონეების ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვეტერინარული აფთიაქის შემოწმებაა დაგეგმილი. სახელმწიფო კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო