აჭარაში კორონავირუსის ვაქცინაცია 389 მედიკოსმა ჩაიტარა

აჭარაში კორონავირუსის ვაქცინაცია 389 მედიკოსმა ჩაიტარა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, ვაქცინაციის ჩატარებას გართულებები არ მოჰყოლია. მისი თქმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაცია უწყევეტად მიმდინარეობს.

როგორც რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, აჭარის მაღალმთიანეთში ვაქცინაციის პროცესი დაბალი მიმართვიანობის გამო დროებით არის შეჩერებული.

“კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და თავიდანვე ოთხი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფო. 17 მარტს ქობულეთის სამედიცინო დაწესებულება შეუერთდა, ხოლო 18 მარტიდან ყველა მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრი. ყველა დაწესებულება აღჭურვილია სათანადოდ და სამედიცინო პერსონალი არის გადამზადებული. აჭარაში 389 პირია აცრილი. თავიდანვე მზარდი იყო ვაქცინაცია, გუშინ ჩატარდა და დღესაც არის დაჯავშნული. მაღალმთიან აჭარაში მიმართვიანობა დაბალი იყო. მიმართვიანობა მცირეა და დროებით შეჩერებულია მაღალმთიანეთში. ვაქცინაციას გართულება არ მოჰყოლია, თუმცა თანდევი სიმპტომატიკა - თავის ტკივილის რადენიმე შემთხვევა იყო",- აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა