ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა 690 ინდივიდს აღწევს, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია.

მათივე ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვა 2 ეტაპს მოიცავს.

„ მაის-ივნისში ჯიხვების შობადობა, ე.წ „ჯიხვების დოლი“ იწყება, როდესაც ახალდაბადებული ინდივიდების რიცხოვნების დადგენა ხდება. ნოემბრისა და დეკემბრის თვეები კი ჯიხვების გამრავლების პერიოდია, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და საუკეთესო დროა მათი რაოდენობის დასათვლელად.

აღრიცხვის ორივე ეტაპზე, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან წინასწარ შერჩეულ ადგილებში და აწარმოებენ აღრიცხვას ჯიხვების სქესისა და ასაკის მიხედვით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვისთვის იყენებს „პირდაპირი აღრიცხვის მეთოდს“, რომელიც შემუშავებული და აპრობირებულია პ. ვაინბერგის (2012 წ.) მიერ აზერბაიჯანში.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვისთვის მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების მეშვეობით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი უნიკალური სახეობების რაოდენობა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა 690 ინდივიდს აღწევს, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია.

მათივე ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვა 2 ეტაპს მოიცავს.

„ მაის-ივნისში ჯიხვების შობადობა, ე.წ „ჯიხვების დოლი“ იწყება, როდესაც ახალდაბადებული ინდივიდების რიცხოვნების დადგენა ხდება. ნოემბრისა და დეკემბრის თვეები კი ჯიხვების გამრავლების პერიოდია, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და საუკეთესო დროა მათი რაოდენობის დასათვლელად.

აღრიცხვის ორივე ეტაპზე, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან წინასწარ შერჩეულ ადგილებში და აწარმოებენ აღრიცხვას ჯიხვების სქესისა და ასაკის მიხედვით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვისთვის იყენებს „პირდაპირი აღრიცხვის მეთოდს“, რომელიც შემუშავებული და აპრობირებულია პ. ვაინბერგის (2012 წ.) მიერ აზერბაიჯანში.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვისთვის მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების მეშვეობით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი უნიკალური სახეობების რაოდენობა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს