27 წლის ექთნის მამა - "იმედის" კლინიკაში ან ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან - არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა სამსახურს, მეგი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მამა ვეფხია ბაქრაძე აცხადებს, რომ ახალციხეში, კლინიკა „იმედის” თნამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს დატოვებდნენ.

როგორც გარდაცვლილის მამამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მეგი ბაქრაძე თბილისში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანამდე გარდაცვლილი იყო.

"იმედის" კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდა სამსახურს.100-120%-იანია, რომ ესენი დაიბნენ და ვერაფერი გააკეთეს. შეეშინდათ. ვფიქრობ, შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც არაფერი, არ იყვნენ მზად ამის გაკეთებისთვის. ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო”,- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, 19 მარტს თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს