შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ხვალ მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება

ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ხვალ ტრადიციულად მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მეორე წელია, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელები სახალხო დღესასწაულს- ნოვრუზ ბაირამს, კოვიდპანდემიის გამო მასშტაბურად აღარ აღნიშნავენ, ამით მაღალ სახელმწიფოებრივ მიდგომასა და სამოქალაქო შეგნებას იჩენენ.

"ნოვრუზ ბაირამს ჩვენ ტრადიციულად ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით აღვნიშნავთ, თუმცა მეორე წელია პანდემიის და მოქმედი რეგულაციების გამო, ეს ვერ ხერხდება. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ისინი სრულად აცნობიერებენ ამ გამოწვევას. გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და სახელმწიფოებრივი მიდგომის გამო, მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენი მოქალაქეები მაღალი შეგნებით ეკიდებიან, იაზრებენ და იციან პრობლემის არსი და არავითარი წყენა, არავითარი გულისტკენა ამაში არ არის. მინდა მივულოცო მათ ნოვრუზ ბაირამი და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს