დავით ბაციკაძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის 26-ე სკოლაში იმყოფებოდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებთან ერთად, ბათუმის 26-ე სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ესტუმრა და მათთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 68 მოსწავლეა.

„ინტეგრირებულ კლასში შექმნილია სპეციალური სასწავლო პროგრამა და სახელოსნოები, რომელთაც დამატებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს. თიხის საამქროში, ბავშვები თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელ ჯგუფში კი, ხელოვნებას ეზიარებიან. მოსწავლეებს სამინისტროს მიერ სპეციალურად მათთვის შეძენილი ავტობუსი ემსახურება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს