ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე სოციალური სახლები შენდება, თუმცა მათთვის გაურკვეველია, ვინ მიიღებს ბინას.

შეკრებილები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ და სთხოვენ, რომ ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ინდივიდუალურად გაუფორმდეს ხელშეკრულება, იმის დასტურად, რომ საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან.

აქციის მონაწილეები შიშობენ, ე.წ. ოცნების ქალაქში გაცილებით მეტი ცხოვრობენ, ვიდრე შესაბამისი საცხოვრებელი ფართები შენდება.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის უცნობია, ვინ დაკმაყოფილდება აღნიშნული ფართებით.

„განსაზღვრული კრიტერიუმების დამტკიცება მოხდეს თითოეულ ოჯახთან, რომლის მიხედვითაც დავრწმუნდებით, რომ ბინებს ნამდვილად მივიღებთ. აქ გაცილებით მეტი ოჯახი ცხოვრობს, ვიდრე ბინები შენდება, რაც საკმარისი არ იქნება. არ ვაპირებთ აქციების შეწყვეტას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა