ე.წ. "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით გზა გადაკეტეს

ე.წ. "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლებმა ხელვაჩაური - ბათუმის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათი­ განცხადებით, ამ ფორმით პროტესტის გამოხატვას ცდილობენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

"ბატონმა რიჟვაძემ წარმოგვიდგინოს დოკუმენტაცია და თითოეულთან დადოს ხელშეკრულება, რომ ფართებით დავკმაყოფილდებით.

ვთქვით, რომ პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებდით და ასეც მოხდება. აქ წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, შენდება სახლები, მაგრამ ვინ დაკმაყოფილდება არ ვიცით",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ისინი პროტესტის ნიშნად გზაზე დასხდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო