ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია გაიმართა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია გაიმართა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ტიტე აროშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი რესან კონცელიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან და სტუდენტებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ.
მათი ინფორმაციით, ბაქოსა და მაქაცარიას ქუჩების კვეთაში ახლად აშენებულ სკვერში 40-მდე ნეკერჩხლი, მაგნოლია და ტუია დაირგო.

























