ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ხელვაჩაური-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

ცოტა ხნის წინ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო.

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას სთხოვენ. მათი თქმით, შიშობენ, რომ „ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსებიდან ფართებით ყველა ვერ დაკმაყოფილდება.

"ხვალ, 14:00 საათზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შევიკრიბებით და აქციას გავმართავთ. არ გავჩერდებით, ვიდრე ცნობილი არ გახდება, რამდენი ადამიანი დაკმაყოფილდება ფართებით. 9 წელია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ და ვითხოვთ ნორმალურ საცხოვრებელს",- აცხადებს აქციის მონაწილე მარინა ბერიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა