აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს უერთდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ჯანმრთლობის დაცვისა და სოცილაურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანმშრომლები შეუერთდნენ და კომპანია „დოდოკასთან“ თანამშრომლობით, სპეციალურად ამ დღისთვის, საგანგებო საჩუქრები დაამზადეს.
ხელით ნაქსოვი ქუდები, სვიტერები, ხელთათმანები და წინდები სარეაბილიტაციო ცენტრის - „თანასა“ და დღის ცენტრის აღსაზრდელებს გადაეცათ.
„ქართული ბრენდი „დოდოკა“ 3 წელია გამოჩნდა ბაზარზე და აღნიშნული სამარკო ნიშნის მქონე ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი თუ აქსესუარები მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.