აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სამთავრობო კომისია “ოცნების ქალაქში” მცხოვრებლებისთვის ფართების გადაცემის კრიტერიუმებზე მსჯელობს

ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების პროტესტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, სპეციალური სამთავრობო კომისია “ოცნების ქალაქში” მცხოვრებლებისთვის ფართების გადასაცემად კრიტერიუმებზე მსჯელობს.

მათივე თქმით, პირველ ეტაპზე 582 ბინა აშენდება და შემდგომ პროექტი გაგრძელდება.

"სპეციალური სამთავრობო კომისია "ოცნების ქალაქში" მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს.

პროცესში ჩართულია "ოცნების ქალაქის" მოსახლეობა და ისინი იღებენ მონაწილეობას კრიტერიუმების შემუშავების პროცესში.

"ოცნების ქალაქის" კომისიის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაცია Unicef-ის და წითელი ჯვარის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ე.წ "ოცნების ქალაქის" პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 - სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის დროსაც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

ე.წ "ოცნების ქალაქის" მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების (582 ბინა) გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 11 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 9 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 592 098 ლარს შეადგენს.

ე. წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო",- აცხადებენ უწყებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს